საქართველოს საბანკო სექტორი ციფრებში: მასალა მომზადებულია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით.
2018 წელს საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებულმა დეპოზიტებმა 23 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 16.4%-ით მეტია. წმინდა სესხების მოცულობა კი 25.3 მილიარდი ლარია, რაც 2017 წელთან შედარებით 19%-ით მეტია. ჯამურად საბანკო სექტორის აქტივების ზომა 40 მილიარდს აღწევს, ბანკების სააქციო კაპიტალის ზომა კი 5.1 მილიარდ ლარს.
საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოგების მაჩვენებლით გამოირჩევა, 2018 წლის განმავლობაში ქართული ბანკების ჯამურმა მოგებამ 5.1%-იანი ზრდის შედეგად 914 მილიონ ლარს მიაღწია.