SpaceX-ი არ იქნება ერთადერთი კერძო კომპანია, რომელიც ადამიანების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. კიდევ ერთმა კომპანიამ Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა NASA-სთან შეთანხმებას ასტრონავტების გაწვრთნის შესახებ, და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პოტენციური გამგზავრებების დაგეგმვის შესახებ.
ამ ამბის გამოცხადების შემდეგ Virgin Galactic-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა.
NASA-სთან შეთანხმების მიხედვით, Virgin Galactic-მა უნდა შეიმუშავოს ასტრონავტების მზადყოფნის ახალი პროგრამა.
აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic-ს აქვს სუბორბიტული კოსმოსური საფრენი აპარატი, რომლითაც კომპანიამ ხუთი ადამიანი სატესტო ფრენის ფარგლებში გაუშვა. კომპანია აცხადებს, რომ სუბორბიტული ფრენებზე უკვე 600 ჯავშანი აქვთ მიღებული, რაც თითო ადამიანზე $250 000 ჯდება.