თურქეთში ავიარეისების აღდგენას მაისის შუა რიცხვებიდან ფიქრობენ

თურქეთში ავიარეისების აღდგენას მაისის შუა რიცხვებიდან ფიქრობენ

თურქეთში ავიარეისების აღდგენას მაისის შუა რიცხვებიდან ფიქრობენ, თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ შიდა ფრენები განხორციელდება. ამ საკითხზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს, ისევე როგორც გადასაწყვეტია სხვა სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენისა და სკოლების გახსნის საკითხიც.

Bloomberg-ის ცნობით, ავიაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ფრენების 15 მაისიდან აღდგენა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯანდაცვის ექპერტებთან ერთად პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მიიღოს.

“ჩვენ მზად ვართ უკვე განვაახლოთ რეისები“, – განაცხადა Pegasus Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეჰმეტ ნანემ. მან ასევე იმ წესებზეც ისაუბრა, რისი დაცვაც ფრენების აღდგენის შემდეგ მოუწევთ:

“სოციალური დისტანცირების წესები თვითმფრინავში მხოლოდ აისბერგის წვერია. საჭიროა მნიშნელოვანი ცვლილებები წესებში ბილეთების გასაყიდ დახლთან, უსაფრთხოების სტენდთან და თვითმფრინავში ასასვლელთან დაკავშირებითაც“.

როგორც მოსალოდნელია ბილეთების გაყიდვა პირველ რეისამდე ორი კვირით ადრე უნდა დაიწყოს, რის შედეგადაც ნახავენ თუ რამდენად არის მოთხოვნა შიდა ფრენებზე.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 114 653-ია. ხოლო დაიღუპა 2 992 ადამიანი.