Microsoft-ი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს, ან სწავლობს, Skype-ის გამოყენების შემთხვევები გაიზარდა.
„ბოლო პერიოდში, Skype-ის გამოყენება მნიშვნელოვნად გახშირდა. 220%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული Skype-ში ვიდეოზარების ხანგრძლივობის კუთხით“, – Microsoft-ის კორპორაციულმა ვიცეპრეზიდენტმა იუსუფ მეჰდიმ განაცხადა.
Microsoft-ში ასევე აცხადებენ, რომ გაიზარდა მათი ონლაინ პლატფორმის Teams-ის დატვირთვაც, რომლის გამოყენებაც საქართველოში საჯარო სკოლებშიც დაიწყეს.
ამ მხრივ გახშირდა ვიდეოკონფერენციის პლატფორმა Zoom-ის გამოყენებაც. რომლის აქციებიც 2020 წელს 130%-ით გაიზარდა.