საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია ( IATA) “დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები ავიაციის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, რათა საერთაშორისო კომუნიკაციას არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რასაც იწვევს ახალი კორონავირუსის გავლენები.
IATA-ს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდ დე ჟუნიაკი ღია წერილში მიმართავს „დიდი ოცეულის“ ხელმძღვანელობას და ხაზს უსვამს საჰაერო ტრანსპორტის მნიშვნელოვან როლს გლობალური ეკონომიკის აღდგენის საკითხში. კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია საზღვრების ჩაკეტვა, სამოგზაურო შეზღუდვებმა კი შეამცირა გლობალურ საჰაერო მიმოსვლაზე მოთხოვნა, ამიტომაც ჟიუნიაკი მთავრობებს მიმართავს, სასწრაფოდ უზრუნველყონ ფინანსური მხარდაჭერა. მან ასევე განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ამ კუთხით, მათ შორისაა ავსტრალია, ბრაზილია და ჩინეთი.
ჟუნიაკი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ავიაციის საშუალებით გლობალური კავშირები უზრუნველყოფს მიწოდების მდგრად ჯაჭვს, ასევე ავიაციის გარეშე განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიების მუშაობა, მაგალითად, ტურიზმის არსებობა შეუძლებელია. საერთაშორისო ვაჭრობის 35% მოდის საჰაერო გადაზიდვებზე, ასევე საერთაშორისო ტურიზმის 57% მოდის საჰაერო მოგზაურობაზე.