„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიით ლიბერთის ახალმა გუნდმა, საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორის არის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ქვეყნის 9 რეგიონში ჩატარებული „შეხვედრები ახლებურად“ – ეს არის პლატფორმა უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანების ურთიერთობისთვის, განსაკუთრებული შეხვედრები, სადაც ლიბერთის წარმომადგენლები მომხმარებელთა საჭიროებებს განსხვავებულ, არაფორმალურ გარემოში ეცნობიან და მათზე ზრუნავენ.
„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ – ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. შეხვედრები სექტემბერში მესტიიდან დაიწყო და სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა.
ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერის, ნინი ბუკიას თქმით, ბანკის ახალი სტრატეგიის ფარგლებში „შეხვედრები ახლებურად“ წელს საპილოტედ ჩატარდა, თუმცა თითოეული შეხვედრა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ლიბერთი კვლავ ესტუმრება, მათ საჭიროებებს გაეცნობა და სურვილებსაც აუსრულებს.
„ლიბერთის კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანების ურთიერთობისთვის შეიქმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ გზით ჩვენ უფრო ახლოს მივედით მოსახლეობასთან, უშუალოდ გავეცანით მათ საჭიროებებს, მათთვის მნიშვნელოვან თემებს, ერთმანეთს გავაცანით საინტერესო ადამიანები, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს გეგმებში. იმდენად საინტერესო ადამიანები ესწრებოდნენ შეხვედრებს, თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ჩვენც გვქონდა მათთან შეკითხვები და „შეხვედრები ახლებურად“ მართლაც ოჯახურ შეკრებებად იქცა. ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ“,- აღნიშნავს ნინი ბუკია.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შეხვედრების მონაწილეებმა, ლიბერთის გუნდის წევრებთან ერთად, განსხვავებულ თემებზე საუბარი ისურვეს. რაჭაში, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან შეხვედრა სურდათ, იმერეთში მეღვინეობის საკითხით დაინტერესდნენ, სამეგრელოში მსახიობ დუტა სხირტლაძეს შეხვდნენ, კახეთში -ბექა ქურხულს, გურიაში მათ ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა, მესტიაში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მიიწვიეს. ლიბერთიმ პასუხი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდანაც მიიღო. „ახლებურ შეხვედრაზე“ სახელწოდებით „სახლი საზღვრებს გარეშე“ უფროსი ასაკის ადამიანებმა და სკოლის მოსწავლეებმა მთავარ პრობლემაზე – ოკუპაციაზე მწერლებთან, დატო ტურაშვილსა და გიორგი კეკელიძესთან ერთად ისაუბრეს.
„შეხვედრები ახლებურად“ მომავალ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კვლავ მომხმარებლებისთვის სასურველ ადამიანებთან ერთად გაიმართება. ამ პროექტთან ერთად, ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.