გასულ კვირას მსოფლიო ბირჟები მკვეთრად დაეცა, ამას დაემატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რამაც საკმაოდ არასახარბიელო ვითარება შექმნა. მდიდარმა ადამიანებმა მილიარდობით თანხა დაკარგეს. ათმა მდიდარმა მსოფლიოს მასშტაბით ჯამში $76.4 მლრდ იზარალა.
გასული კვირის ყველაზე მეტად დაზარალებული ბერნარ არნო იყო, რომლის ქონებაც $14 მლრდ-ით შემცირდა და $84.6 მლრდ შეადგინა. დაახლოებით ორი კვირის წინ კი არნო $100 მლრდ-ზე მეტს ფლობდა. არნოს კომპანია LVMH-ი მნიშვნელოვნად დააზარალა კორონავირუსის კრიზისმა.
ერთ-ერთი ყველაზე დაზარალეულია ფრანგი მილიარდერი ფრანსუა პინოც, რომელმაც გასულ კვირას $5.9 მლრდ დაკარგა. მისი ქონება ახლა $30.6 მლრდ-ს შეადგენს. Luxottica-ს დამფუძნებელმა ლეონარდო დელ ვეკკიომ კი $4.9 მლრდ იზარალა.
კორონავირუსის გამო სერიოზულ ზარალს ნახულობს მოდის სექტორიც. მაგალითად ესპაელმა ამანსიო ორტეგამ, რომელიც Zara-ს მფლობელია, $12.8 მლრდ დაკარგა, შედეგად მისი ქონება $57.5 მლრდ-მდე შემცირდა. L’Oréal-ის დამფუძნებელმა ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ქალია, $8.9 მლრდ იზარალა.
იმ მდიდარი ადამიანების ათეული, რომლებმაც ყველაზე მეტად იზარალა გასულ კვირას, შემდეგნაირად გამოიყურება:
ბერნარ არნო, LVMH – -$14 მლრდ
ამანსიო ორტეგა, Inditex – -$12.8 მლრდ
ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერი, L’Oréal – -$8.9 მლრდ
კარლოს სლიმი, America Movil – -$7 მლრდ
ჯეფ ბეზოსი, Amazon – -$6.4 მლრდ
მაკეშ ამბანი, Reliance Industries – -$6.1 მლრდ
ფრანსუა პინო, Kering – -$5.9 მლრდ
ელონ მასკი, Tesla – -$5.5 მლრდ
ლორენ პაუელი, Apple – -$4.9 მლრდ
ლეონარდო დელ ვეკკიო, Luxottica – -$4.9 მლრდ.