Disneyland-ი და Walt Disney World-ი მარტის ბოლომდე აშშ-ში მდებარე ყველა თემატურ პარკს ხურავს. მიზეზი კორონავირუსია.
Disneyland Park-ი და Disney California Adventure-ი დღეიდან დაიხურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, კალიფორნიაში მთავრობის მითითებით, 250-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა არ არის რეკომენდებული, ამიტომაც აღნიშნულს Disneyland-იც ითვალისწინებს.
რაც შეეხება Walt Disney World-ს და Disneyland Paris-ს, ისინი კვირას დაიხურება. ხოლო იქ მდებარე სასტუმროები, სასადილო და საშოპინგო სივრცეები ღია დარჩება.
Disney-ი პარკების დახურვით დღეში დაახლოებით 13 მილიონ დოლარს დაკარგავს.