მდიდარ ადამიანებს კორონავირუსის გამო მილიარდობით დოლარის ზარალი აქვთ

მდიდარ ადამიანებს კორონავირუსის გამო მილიარდობით დოლარის ზარალი აქვთ

კორონავირუსის საფრთხეების გამო მსოფლიოში საფონდო ბირჟები ეცემა. შექმნილი ვითარების ფონზე მსოფლიოს 10-მა მდიდარმა ადამიანმა გასულ კვირას ჯამში 18,8 მილიარდი დოლარი დაკარგა. მათ შორის ყველაზე დაზარალებულია მარკ ცუკერბერგი. მისი ქონება $4,1 მილიარდით შემცირდა და $67 მილიარდამდე დაეცა. გარდა ცუკერბერგისა, სერიოზულ ზარალს განიცდის თავად მის მიერ შექნილი სოციალური ქსელი Facebook-ი. „ჩვენი არხი ხედავს, რომ მოგზაურობაზე, გაყიდვებზე, მომხმარებელთა პაკეტებზე, გართობაზე დახარჯული ფული შემცირდა, რაც ერთად Facebook-ის საერთო შემოსავლების 30%-45%-ს შეადგენს“, – განაცხადა კომპანიის ანალიტიკოსმა ლაურა მარტინმა.

ცუკერბერგის გარდა, ყველაზე მეტად დაზარალდა მაკეშ ამბანი, რომლის ქონებაც 3,2 მილიარდი დოლარით შემცირდა და 47,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 62 წლის ამბანი ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი ნავთობგიგანტის Reliance Industries-ის მფლობელი და ხელმძღვანელია. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი დაეცა, ამბანის ნავთობკომპანიაც მნიშვნელოვნად დაზარალდა.  

რაც შეეხება ყველაზე დაზარალებული მდიდარი ადამიანების ათეულს, სრული სია ასე გამოიყურება:

მარკ ცუკერბერგი, Facebook – $4.1 მილიარდი.

მაკეშ ამბანი, Reliance Industries – $3.2 მილიარდი.

ლარი ელისონი, Oracle – $2.2 მილიარდი.

ლარი პეიჯი, Alphabet – $1.7 მილიარდი.

სერგეი ბრინი, Alphabet – $1.6 მილიარდი.

შელდონ ადელსონი, Las Vegas Sands Corp – $1.5 მილიარდი.

გეორგ შეფლერი, Schaeffler Group – $1.3 მილიარდი.

ჰაროლდ ჰამი, Continental Resources – $1.2 მილიარდი.

ერნესტ გარსია II, Carvana – $1 მილიარდი.

თომას პიტერფაი, Interactive Brokers – $1 მილიარდი.