კომპანია Uber-ი საკვების მიტანის ბიზნესს ინდოეთში მის ადგილობრივ კონკურენტს Zomato-ს მიყიდის. აღნიშნული გარიგების შემდეგ, Uber-ი სტარტაპში მხოლოდ 9.9 პროცენტიანი წილით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
Zomato-ს პოზიცია ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება Uber-ის წილის შეძენის შედეგად. ანალიტიკური კომპანია CB Insights-ის მიხედვით Zomato-ს ამჟამინდელი ღირებულება 2.2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, კომპანიის ძირითადი ინვესტორი კი ონლაინ-რითეილერი Alibaba-ა.
Uber-ის გენერალურმა დირექტორმა დარა ხოსროშაჰიმ ინდოეთის ბაზრის დატოვება გასულ წელს გადაწყვიტა, რადგან Uber Eats-მა 2019 წლის მესამე კვარტალი 1 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულდა.
შეგახსენებთ, რომ Uber Eats-მა ინდოეთში ოპერირება 2017 წლის მაისში დაიწყო.