ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4.7%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.3%–ით ნაკლებია.

ბანკმა შეამცირა მომდევნო წლის პროგნოზიც და ის 4.6%–ს შეადგენს, ნაცვლად 4.9%–სა.

ამასთან, ADB ელის რომ წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იქნება და ის საშუალოდ 4.3% იქნება 2019 წელს, ხოლო 2020 წელს კი 3.5%.

ფასების ზრდის ერთ–ერთ მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას, ADB ერთ–ერთ მიზეზად მშენებლობის და დამამუშავებელი დარგების შემცირებას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 4.7%-ით გაიზარდა (შედარებისთვის, 2018 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო).

წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა 6.8%-ით შემცირდა, სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.8%-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობა 3.2%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.