აგვისტოში ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

აგვისტოში ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ქართულ ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 276.96 მილიონი ლარით, ანუ 0.58%-ით  გაიზარდა და საანგარიშო თვის ბოლოსათვის 48.06 მილიარდ ლარს მიაღწია.

მათ შორის, აგვისტოში ვადიანი დეპოზიტების ზრდამ 5.11%, ანუ 934.94 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 2.23%-ით, 657.98 მილიონი ლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.55%. თავის მხრივ, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.