დღეიდან EU-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში ექსპორტი აიკრძალა

დღეიდან EU-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში ექსპორტი აიკრძალა

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, დღეიდან, EU-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი/ექსპორტი აიკრძალა. აკრძალვა ნებისმიერი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებას ეხება.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ ავტომობილებთან დაკავშირებით რეექსპორტის/ექსპორტის აკრძალვა როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის მიმართ 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის შესაბამისად ამოქმედდა, რომელიც რუსეთში 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ასევე ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების რეექსპორტის/ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.