აიღეთ მაგალითი ბეკჰემისგან

აიღეთ მაგალითი ბეკჰემისგან

ფეხბურთი ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტია; უხეში გამოთვლებით, ფეხბურთელები სპონსორებისგან ჯამში $250 მილიონს იღებენ წელიწადში. შარშან სპორტის ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ვარსკვლავმა ამ „საერთო ბიუჯეტის” 43% გამოიმუშავა ($111 მილიონი) ისეთ სპონსორებთან ურთიერთობით, როგორიცაა Adidas, Nike, Puma და Pepsi. სოციალური მედია უახლესი ტრენდია: შამპუნის კომპანიასა და Facebook-ს შორის გაფორმებული მოლაპარაკების წყალობით Facebook -ში რონალდოს ფანებს მიეცათ შესაძლებლობა ფეხბურთელისთვის თმის ვარცხნილობა შეერჩიათ.

1. დევიდ ბეკჰემი, 37
შემოსავლი: $46 მილიონი
გუნდი: LOS ANGELES GALAXY
ნოემბერში, Galaxy-ის შემადგენლობით თავისი პირველი MLS-თასის მოგების შემდეგ, მან ორი წლით დასვენება გადაწყვიტა და სუპერთასის რეკლამაში გამოგვეცხადა საცვლებით, რათა H&M-ში თავისი ახალი ხაზისთვის რეკლამა გაეწია. ამგვარმა პარტნიორობამ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Samsung, Coty და Burger King, ბეკჰემი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად აქცია.

2. კრიშტიანუ რონალდო, 27
შემოსავალი: $42 მილიონი
გუნდი: REAL MADRID
8,4 მილიონი გამომწერით Twitter -ზე და 42,2 ფანით Facebook-ზე, რონალდო სოციალურ მედიაში ყველაზე ჩართული სპორტსმენია. მან $21 მილიონი გამოიმუშავა ისეთი სპონსორებისგან, როგორიცაა Nike, Castrol და Konami.

3.ლაიონელ მესი, 24
შემოსავალი: $39 მილიონი
გუნდი: BARCELONA
იგი სამჯერ ზედიზედ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მესი პირველია, ვინც შეძლო „ჩემპიონთა ლიგის” მატჩზე 5 გოლი გაეტანა. ორი კვირის შემდეგ მან ბარსას რეკორდი მოხსნა, ჰეთ თრიკი შეასრულა და 234 გატანილი გოლი დააფიქსირა. მისი მთავარი სპონსორები არიან: Adidas, Pepsi და EA Sports.

4 . ვეინ რუნი, 26
შემოსავალი: $24 მილიონი
გუნდი: MANCHESTER UNITED
მიუხედავად წინააღმდეგობრივი საქციელისა მოედანზე (თამაშიდან გაძევება), ცხოვრებაში (მეძავის ბრალდებები) და ონლაინ (Twitter-ზე მუქარები), მისი სახელის მატარებელი მაისური ყველაზე მოთხოვნადი იყო გასული სეზონის პრემიერ-ლიგის დროს. Coca-Cola-ს და რუნის გზები გაიყარა, მაგრამ Nike და EA Sports აქტიურად თანამშრომლობენ მასთან. მისი ახალი საფეხბურთო კონტრაქტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

5. კაკა, 30
შემოსავალი: $21 მილიონი
გუნდი: REAL MADRID
წინასწარი მონაცემებით, ის ბრაზილიის ოლიმპიური გუნდის გარეთ დარჩა, რაც თითქოს იმის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ის კაკა (ნამდვილი სახელი – რიკარდო იზესკონ დოს სანტოს ლეიტე) აღარ არის. თუმცა ახლა იგი საუკეთესო ფორმას იბრუნებს, ხოლო შეუბღალავმა იმიჯმა განაპირობა სპოსორების Adidas-ისა და EA Sports-ის მისდამი ერთგულება.

6. ჯონ ტერი, 31
შემოსავალი:: $18 მილიონი
გუნდი: CHELSEA
„ლურჯების” წამყვან მცველს ხელი აქვს მოწერილი კონტრაქტზე, რომელიც მას წელიწადში $12 მილიონით უზრუნველყოფს 2013-14 სეზონის ჩათვლით. მისმა ძველმა სპონსორმა Umbro-მ მიატოვა ფეხბურთელი, ელოდება რა სასამართლო პროცესის დასრულების შედეგს – ტერის ბრალდება წაუყენეს, რომ ნოემბერში, მატჩის დროს, მან რასობრივ ნიადაგზე Queens Park Rangers-ის მოთამაშე შეურაცხყო.

7. იაია ტურე, 28
შემოსავალი: $18 მილიონი
გუნდი: MANCHESTER CITY
ამ ნახევარმცველმა 2010 წლის ივლისში დაიწყო City-ში თამაში, თავის უფროს ძმა კოლოსთან ერთად და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, სეზონში ის $15 მილიონს მიიღებს. გასულ წელს დადო კონტრაქტი Puma-სთანაც. პირობებში შედის მზრუნველობამოკლებულ აფრიკელ ბავშვებთან ბრენდის პროდუქტების პერსონალურად ჩატანა.

8.ფერნანდო ტორესი, 28
შემოსავალი: $17 მილიონი
გუნდი: CHELSEA
ესპანელმა თავდამსხმელმა 2010 წლის სეზონი Liverpool-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტით დაიწყო, მაგრამ უკვე იანვარში Chelsea-ში გადაინაცვლა და ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც წელიწადში $10 მილიონზე მეტით უზრუნველყოფს. მას აგრეთვე ასპონსორებენ Pepsi და Nike.

9 ფრენკ ლამპარდი, 33
შემოსავალი: $16 მილიონი
გუნდი: CHELSEA
ვარაუდობენ, რომ 2013 წელს, როდესაც ლამპარდს 35 წელი შეუსრულდება და CHELSEA-სთან მის კონტრაქტს ვადა გაუვა, ფეხბურთელმა შეიძლება Los Angeles Galaxy-ის მაისური მოირგოს. დევიდ ბეკჰემის თქმით, მის გუნდს ლამპარდის დარწმუნების შანსი აქვს.

10. სტივენ ჟერარდი, 31
შემოსავალი: $16 მილიონი
გუნდი: LIVERPOOL
ახალი კონტრაქტი ამყარებს კაპიტნის სტატუსს. თავისი გუნდის პატრიოტს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, კლუბმა ელჩის როლი შესთავაზა. ჟერარდმა ითამაშა ბრიტანულ ფილმში Will, რომელიც გასულ ნოემბერს გამოვიდა ეკრანზე. მას ასევე Liverpool-ის რესტორნის წილიც ეკუთვნის.