Airbnb-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლებს უფასო განთავსებას სთავაზობს

Airbnb-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლებს უფასო განთავსებას სთავაზობს

Airbnb-ი იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ “წინა ხაზზე“ იბრძვიან, უფასო განთავსებას სთავაზობს. შეთავაზება ძირითადად ეხება სამედიცინო პერსონალს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და დამხმარე პერსონალს.

“ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ სამედიცინო მუშაკებსა და ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში ადამიანების დახმარება უწევთ“, – განაცხადა Airbnb-ის თანადამფუძნებელმა ჯო გებიამ.

კომპანია ერთმანეთთან დააკავშირებს პროვაიდერებს, პარტნიორებს, სამთავრობო უწყებებს, რათა ერთად იმუშავონ ამ საკითხზე. სახლებისა და ბინების პატრონებმა, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, უნდა დააკმაყოფილონ სისუფთავის გარკვეული სტანდარტები.

კომპანიის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 000 ადამიანის დახმარება. სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც ბინებს ქირით ეძებენ და იმ მასპინძლებს, რომელთაც სურთ დაუთმონ მათ საკუთარი ბინა, შეუძლიათ Airbnb-ის მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალს ეწვიონ.