Amazon-მა Prime Air-ის დრონების გასაშვებად ფედერალური საავიაციო სააგენტოსგან თანხმობა მიიღო. გარდა იმისა, რომ მიტანის ეს ახალი გზა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია, ეს ახალი სტრატეგია კომპანიას მიტანის სერვისის უფრო მეტად გაფართოების საშუალებას მისცემს.
როგორც Amazon-მა განაცხადა, კომპანია FAA-ს სერტიფიკატის მეშვეობით დრონებს პირველად გაუშვებს მყიდველებთან სატესტო რეჟიმის სახით. გარდა ამისა, Amazon-მა აღნიშნა, რომ Prime Air-ის დრონებმა საკმაოდ დიდი დრო გაატარეს სატესტო რეჟიმში. შედეგად კომპანიამ ფედერალურ საავიაციო სააგენტოს წარუდგინა მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ახალი მიტანის სერვისი სრულიად უსაფრთხოა.
დრონების ტესტირება Amazon-მა 2013-ში დაიწყო. სატესტო რეჟიმის მიზანს მომხმარებლამდე ამანათის 30 წუთზე ნაკლებ დროში მიტანა წარმოადგენდა. 2019 წლის აგვისტოში კი კომპანიამ უკვე ფედერალურ საავიაციო სააგენტოს მიმართა ამ გეგმების განხორციელების ნებართვის თხოვნით. განცხადებაში, Amazon-ი ამბობდა, რომ დრონებით მიტანა იმ ტერიტორიებზე განხორციელედება, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია. ხოლო ამანათის წონა დაახლოებით, 2.2 კგ იქნება.