ჩიპების მწარმოებელი ტექნოლოგიური კომპანიის, AMD-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, წელს კომპანიის მონაცემთა ცენტრის ხელოვნური ინტელექტის პროცესორებისთვის ბაზრის მოცულობამ $45 მილიარდს მიაღწია. ცნობისათვის, ივნისში AMD-ის მიერ გავრცელებული პროგნოზით, ბაზრის მოცულობა წლის ბოლოსთვის $30 მილიარდი უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ AMD-მ საკუთარი MI300-ის საწარმოო ხაზიდან ორი ახალი მიკროჩიპი წარადგინა. ერთი ნახევარგამტარი ხელოვნური ინტელექტის პროგრამებისთვის შეიქმნა, მეორე კი უფრო ამბიციური გეგმის, სუპერკომპიუტერისა და კვანტური გამოთვლების მექანიზმის ნაწილია. ხელოვნური ინტელექტისთვის შექმნილი ჩიპი, MI300X უფრო მაღალგამტარუნარიან მეხსიერებას ფლობს, რაც ოპერაციების შესრულების ხარისხს გააუმჯობესებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლისა სუს განცხადებით, მომავალ წელს AMD-ის გაყიდვები $2 მილიარდის მოცულობის იქნება. კომპანია ვარაუდობს, რომ მონაცემთა ცენტრების ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზრის მოცულობა 2027 წლისთვის $400 მილიარდამდე გაიზრდება.
AMD-ის მიერ ახალი ჩიპების წარდგენის მიზანი Nvidia-ს ფლაგმანური AI-პროცესორებისთვის კონკურენციის გაწევაა.