ამერიკის ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება საარჩევნო ცეიბ-ცხელებაში $28 მილიარდით გაიზარდა

ამერიკის ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება საარჩევნო ცეიბ-ცხელებაში $28 მილიარდით გაიზარდა

ამერიკის ათი უმდიდრესი ადამიანი საარჩევნო ცეიბ-ცხელებაში $28 მილიარდით გამდიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ ვინ არის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Amazon-ის, Facebook-ისა და Microsoft-ის აქციები იზრდება. Dow Jones-ის ინდექსმა 1.3%-იანი ზრდა განიცადა ოთხშაბათს, S&P 500-მა 2.2%-იანი, ხოლო Nasdaq-მა 3.9%-იანი.

ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ზრდა კი იმაზე მეტყველებს, რომ უმდიდრესი ამერიკელები – ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

დავიწყოთ ჯეფ ბეზოსით, რომლის ქონებაც $10.5 მილიარდით გაიზარდა და $190.6 მილიარდს მიაღწია. Amazon-ის აქციები ოთხშაბათს 6.3%-ით გაიზარდა.

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგმა კი დამატებით $8 მილიარდი შემატა თავის ქონებას იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის აქციები 8.3%-ით გაიზარდა. მსოფლიოში რიგით მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ახლა $105.5 მილიარდია.

რაც შეეხება ბილ გეითსს, მისი ქონება გუშინ $663 მილიონით გაიზარდა და $115.9 მილიარდს მიაღწია. ცნობისთვის, გეითსს, რომელმაც  Microsoft-ი 1975 წელს დააარსა, კომპანიის აქციების უმრავლესობა გასხვისებული აქვს, ის მხოლოდ 1%-ს ფლობს.

კიდევ ერთი Microsoft-ელის, ყოფილი აღმასრულებლის სტივ ბალმერის ქონება კი $2.8 მილიარდით გაიზარდა, მისი ქონება ახლა $73.5 მილიარდს შეადგენს. მას Microsoft-ში 3.5%-იანი წილი აქვს.

Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის ქონება კი $4 მილიარდით და $3.8 მილიარდით გაიზარდა. პეიჯის ქონება ახლა $77 მილიარდია, სერგეი ბრინის კი უკვე $74.9 მილიარდი.

ამერიკელ უმდიდრეს ათ ადამიანს შორის, ოთხის ქონება ოთხშაბათს შემცრიდა. ესენია Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკი, რომლის ქონებაც $560 მილიონით შემცირდა, ასევე Berkshire Hathaway-ის მფლობელის უორენ ბაფეტის ქონებამ $215 მილიონით დაიკლო. Oracle-ის თანდამაფუძნებლის ლარი ელისონის სიმდიდრე $391 მილიონით შემცირდა, ხოლო Walmart-ის მფლობელის ელის უოლტონის ქონებამ $309 მილიონით და $66.6 მილიარდამდე შემცირდა.