ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დატოვა, ინფორმაციას ადასტურებენ კონსორციუმშიც. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები კი მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი არიან. კონსორციუმმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში 2016 წლის დასაწყისში გაიმარჯვა.
“კონტი ინტერნეიშენალი“ (აშშ), 1906 წელს დაარსდა და ის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროგრამის მენეჯერი იყო. ამასთან, “კონტი ინტერნეიშენალი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ კურტ კონტს, მან ანაკლიის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭო იანვრის ბოლოს დატოვა. “კონტი ჯგუფის” მფლობელი კურტ კონტი და მამუკა ხაზარაძე ჯგუფელები იყვნენ. 1995 წლიდან კურტ კონტი „კონტი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის და პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობს.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება კონტი ჯგუფი აღარ რჩება არც პროექტის აქციონერად.