აფრიკას 2-3 კვირა აშორებს კორონავირუსის შტორმისგან - UNECA

აფრიკას 2-3 კვირა აშორებს კორონავირუსის შტორმისგან - UNECA

აფრიკას 2-3 კვირა აშორებს კორონავირუსის შტორმისგან და ამ რეგიონისთვის სასწრაფოდ საჭიროა 100 მლრდ დოლარის ოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის უზრუნველყოფა, რათა მათ პრევენციული ზომების მიღებასა და მყიფე ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ გაეროს აფრიკის ეკონომიკის კომისიაში (UNECA) აცხადებენ.

„თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ბრძოლის შანსი, ჩვენ ეს დაუყოვნებლივ უნდა გავაკეთოთ. მომდევნო 2-3 კვირაში, თუ ჩვენ ვიმოქმედეთ გადამწყვეტად, შესაძლოა მოვახერხოთ ე.წ მრუდის დაღმასვლა და შემდეგ როდესაც პიკის დრო დადგება, ის არ იქნება ისეთივე შემაშფოთებელი, როგორც ეს ევროპაში გვაქვს“, – განაცხადა UNECA-ს აღმასრულებელმა მდივანმა ვერა სონგვიმ.

მისივე თქმით, საჭიროა მრავალმხრივი ინსტიტუციებისთვის საპროცენტო გადასახადების შემსუბუქება, რათა ქვეყნებმა შეძლონ სოციალური დისტანცირებისთვის საჭირო ზომების მიღება, საავადმყოფოების ეკიპირება და ა.შ.

ამასთან, რესურსები და შესაბამისი პერსონალის ნაკლებობის გამო, მთავრობებმა უნდა იმოქმედონ სწრაფად, რათა შეაჩერონ დაავადების კონტინენტზე გავრცელება, სადაც საავადმყოფოებს საშუალოდ 1,8 საწოლი აქვთ 1000 ადამიანზე, მაშინ როდესაც აფრიკაზე გლობალური ჯანდაცვის დანახარჯების მხოლოდ 1% მოდის, ამასთან ამ რეგიონზე დაავადებების „ტვირთის“ 23% მოდის. ასე მაგალითად, ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება კონტინენტზე მალარიის, შიდსის ან ტუბერკულოზის გამო.

როგორც UNECA-ს აღმასრულებელი მდივანი ამბობს, აფრიკის სამედიცინო სისტემა ისედაც ძალიან სუსტია და დამატებით სტრესი და დატვირთვა მათ კოლაფსს გამოიწვევს.

„თუ ერთ აფრიკულ ქვეყანაში მაინც, ან ნებისმიერ ერთ ქვეყანაში მაინც არის კორონავირუსის შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ ის მთელ მსოფლიოში არიას. ჩვენ ვნახეთ როგორი იყო ინფექციის სისწრაფე და რამდენად სწრაფად გავრცელდა ის ყველგან“, – აღნიშნა მან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *