Apple-ი iPhone 6s-ის მოდელების გამოშვებას ამცირებს

Apple-ი iPhone 6s-ის მოდელების გამოშვებას ამცირებს

Business Insider-ის ინფორმაციით, Apple-ი 2015 წლის დეკემბერში და 2016 წლის მარტში iPhone 6s-ის მოდელების გამოშვებას შეამცირებს, მიზეზი მოდელზე მოთხოვნის შემცირებაა.

Credit Suisse-ის ინფორმაციით, კომპანიამ დეკემბერში უკვე შეამცირა ნაწილების შესყიდვა, რომლითაც დაგეგმილი 75 მილიონის ნაცვლად, 70 მილიონ ხელსაწყოს გამოუშვებს. მომავალ წელს კი დაგეგმილი 50 მლიონი iPhone 6s-ის წარმოების ნაცვლად, Apple-ი 45 მილიონ აპარატს გამოუშვებს. iPhone-ის უკანასკნელი მოდელი – iPhone 6s Plus-ი მსოფლიო ბაზარზე 25 სექტემბერს გამოვიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *