Apple-ის შემოსავლების ზრდამ უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა

Apple-ის შემოსავლების ზრდამ უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა

Apple-ის 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავლების ზრდამ უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კერძოდ, ტექნოლოგიური კომპანიის შემოსავლები ბოლო კვარტალში 21%-ით $111.44 მილიარდამდე გაიზარდა. ეს კი ახალი 5G iPhone-ების გაყიდვების დამსახურებაა. კერძოდ, iPhone-ების გაყიდვებმა $65.60 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

Apple-მა, რომელიც ამერიკაში საჯაროდ დალისტული ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, და რომლის საბაზრო ღირებულება $2.4 ტრილიონს შეადგენს, პანდემიის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მას ლოქდაუნების გამო მაღაზიების დახურვა მოუწია, ბევრმა მომხმარებელმა განახლებული სმარტფონის შეძენა გადაწყვიტა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი ტიმ კუკი აცხადებს, ამჟამად აქტიურ რეჟიმში Apple-ის 1.65 მილიარდი მოწყობილობაა მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ როდესაც წინა წელს 1.5 მილიარდი იყო. ჩინეთი კი ყველაზე დიდი ბაზარია iPhone-ებისთვის, სადაც საერთო გაყიდვები 57%-ით გაიზარდა $21.31 მილიარდამდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.