აპრილში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა

აპრილში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.6%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 3.2% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, აპრილში ყველაზე მეტად (1.6%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ყველაზე მეტად (1.9%-ით) ჯანმრთელობის დაცვა გაიაფდა. 1.3%-ით გაიაფდა საოჯახო ნივთები და ავეჯი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (14.7%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 7.5%-ით გაიზარდა, 5.7%-ით გაიზარდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასიც, კომუნალურმა გადასახადებმა 5.4%-ით მოიმატა. 6%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.