საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში, 2021 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.8%-ია.
წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა უკრაინა-რუსეთის ომის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი უკვე შეამცირეს 2-3 პროცენტული პუნქტით.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები