არიან თუ არა მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლისთვის უკეთ აღჭურვილი?

არიან თუ არა მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლისთვის უკეთ აღჭურვილი?

მსოფლიოს ბედნიერ ქვეყნებს ალბათ აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუმკლავდნენ კორონავირუსის კრიზისს, ვინაიდან ასეთ ქვეყნებში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვთ. ამის შესახებ მოხსენება გასულ კვირას გამოქვეყნდა.   

კერძოდ, ქვეყნების ბედნიერების შესახებ მოხსენებაში, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების გამოსავლების ქსელმა მოამზადა, წერია, რომ „საზოგადოებები და ქვეყნები მაღალი სოციალური ნდობის დონით და კავშირებით, უფრო მეტად არიან მოქნილი ბუნებრივი კატარსტოფებისა და ეკონომიკური კრიზისების წინააღმდეგ“.

კვლევა 156 ქვეყანაში არსებული ვითარების გაანალიზების საფუძველზე მომზადდა. დოკუმენტის მიხედვით, ხუთი ჩრდილოევროპული ქვეყანა – ფინეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი და ისლანდია – კმაყოფილი და ბედნიერი ქვეყნებია მსოფლიოში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ მაღალი ნდობა ერთმანეთის და ინსტიტუტების, ისევე როგორიც ბიზნესისა და მთავრობის მიმართ. ეს ასპექტი კი იმ ვითარებაში, როდესაც კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიოში ჯანდაცვისა და ეკონომიკურ კრიზისებს ქმნის, ძალიან მნიშვნელოვანია.

მოქალაქეები ენდობიან მთავრობებს, და სჯერათ რომ მათი პოლიტიკა მათ იცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ეკონომიკური გავლენებისგან. ასევე ერთმანეთს უფრთხილდებიან და იცავენ სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის წესებს, რათა ინფექციის გავრცელება თავიდან აირიდონ.

კორონავირუსთან ბრძოლის კონსტრუქციული გზების მაგალითი აჩვენეს ნორვეგიაში, სადაც გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა სპეციალურად პრესკონფერენცია გამართა ბავშვებისთვის და მათ მისცა შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები კორონავირუსის შესახებ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.