„არქი ჯგუფი“ ირჩევს ევროპას

„არქი ჯგუფი“ ირჩევს ევროპას

„არქი ჯგუფი“ ბაზარზე განახლებული სარეკლამო კომუნიკაციით ბრუნდება. კომპანია ღიად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში და ქვეყანაში ევროპული სტანდარტების პოპულარიზაციას გეგმავს. „არქი ჯგუფის“ ახალი სტრატეგიის შესახებ კომპანიისდამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ილია წულაიას ვესაუბრეთ.

„არქი ჯგუფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე 2008 წლიდანგააქტიურდა – ეს ის წელია, როცა საქართველოს სამშენებლო ბიზნესი დიდ ვარდნას განიცდის რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისა და მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის გამო. რატომ დაიწყო „არქი ჯგუფმა“ საკუთარი საქმიანობა ასეთ რთულ დროსა და გარემოში?

„არქი ჯგუფს“ იმ პერიოდში უკვე ჰყავდა საიმედო უცხოელი პარტნიორები, რომლებსაც ასევე სჯეროდათ ჩვენი და საქართველოს წარმატებისა. გადავწყვიტეთ, რომ როდესაც ყველა გაჩერებული იყო, მაშინ უნდა დაგვეწყო მოქმედება. გარდა საკუთარი მშენებლობებისა, ჩვენ ინვესტიციები განვახორციელეთ კრიზისის დროს გაჩერებულ და პრობლემატურ პროექტებში, რომლებიც დღეს უკვე დამთავრებულია.

რა ძირითად პრობლემატიკას ეჭიდებოდა „არქი ჯგუფი“, როდესაც საქმიანობა დაიწყო და რა გამოწვევების წინაშე დგას იგი დღეს?

დაბრკოლება გვხვდებოდა ბანკებთან ურთიერთობაში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მიმდინარე მშენებლობის ბინის მყიდველისთვის სესხის გაცემისას ბანკი არ იღებს უზრუნველყოფაში ჩვენს მიმდინარე მშენებლობას, მანამდე, სანამ დასრულების კონდიციამდე არ მივა შენობა, ან ითხოვენ ალტერნატიულუზრუნველყოფას, რომლის ჩადებაც მომხმარებელს არ სურს. ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს გაყიდვებს. ეს დაბრკოლება დღესაც არსებობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბანკები უკვე ხედავენ ჩვენი მშენებლობის უსაფრთხოებას, პროცესის შემსუბუქებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

რა არის „არქი ჯგუფის“ მთავარი ამოცანა და როგორია მისი განვითარების სტრატეგია?

მთავარი ამოცანაა, აშენოს ხარისხიანად, სტაბილური და სწრაფი ტემპით, შეუქმნას მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი და შესთავაზოს საუკეთესო პირობები. ევროპული სტანდარტები, ხარისხი და სამშენებლო ბაზარი ჩვენს ამოცანას პასუხობს, შესაბამისად, სტრატეგიად სწორედ ეს მიმართულება შევარჩიეთ: ცხოვრების ევროპული სტანდარტის დანერგვა. ვიყენებთ გერმანულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, ენერგოეფექტურ საშენ მასალას. „არქი თაუერს“ სრულად გარემონტებულს ვაბარებთ და ვგეგმავთ  მომდევნო პროექტებიც ჩავაბაროთ რემონტით – აქაც ევროპულ ბრენდებს ვიყენებთ შიდა მოპირკეთებისთვის, ასევე სველი წეტილებისა და სამზარეულოს მოსაწყობად. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ გაფართოებას. ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირთან ასოცირებას ვეხმიანებით.

„არქი ჯგუფს“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრული აქვს გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვა. კონკრეტულად რა აქტივობები იგეგმება ამ პრობლემურ საკითხთან მიმართებით?

„არქი ჯგუფის“, როგორც ევროპაზე ორიენტირებული კომპანიის, მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. ამ მხრივ, კომპანიაახალ პრეცედენტს ქმნის –„არქი თაუერის“ ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში ერთი ხე დაირგვება.

გარდა ამისა, ენერგოეფექტური საშენი მასალებიც პირდაპირ აისახება გარემოს კეთილდღეობაზე: ენერგოეფექტური სახლი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი სახლი, რაც თავისთავად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

არქი თაუერი შენდება მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის  ბლოკით. Ytogn-ი არის გერმანული ბრენდი, რომლის სამშენებლო მასალაც ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის 2013 წელს გერმანიის „საუკუნის ბრენდად“ დაასახელეს. 

 ჩვეულებრივი ბეტონის სამშენებლო ბლოკთან  შედარებით Ytong-ის ბლოკს 7-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012ვტ/კვ.მ.) ანუ, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას, შესაბამისად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად. შედეგად ბინის მესაკუთრეს 40%-ით ნაკლები კომუნალური ხარჯი ექნება.

„არქი ჯგუფი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის ეკოლოგიურ ხარისხზედა იყენებს მხოლოდ ენერგოეფექტურ მასალებს. ასეთი მასალები შედარებით ძვირად ღირებულია და თუკი არსებული სამშენებლო ტრენდით ვიმსჯელებთ, ქართულ ბაზარზე ამგვარი მოთხოვნა ჯერ არ მომწიფებულა. რამ განაპირობა კომპანიის მიერ ამ მიმართულების არჩევა?

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი იდეა ყოველთვის იყო სოციალური პასუხისმგებლობა. ევროპის სამშენებლო ბაზარი სწორედ ამ ფილოსოფიით ავითარებს ენერგოეფექტურ მასალებს. „არქი ჯგუფის“ მიზანია, საქართველოს ბაზარზეც იგივე ფილოსოფია დანერგოს, გააგებინოს მომხმარებელს, თუ რამხელა საჭიროებას წარმოადგენს დღეს და რამხელა სარგებელი აქვს ენერგიის ეკონომიას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, ამასთან ერთად კომფორტს და შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს ამ სტანდარტებით ცხოვრების საშუალება. გვინდა, რომ ჯგუფის“ პროექტები სოციალური პასუხისმგებლობით და ევროპული ხარისხით გამოირჩეოდეს. სწორედ სოციალურმა პასუხისმგებლობამ და ევროპული სტანდარტების დანერგვის სურვილმა განაპირობა ჩვენი მიმართულება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ მოძრაობა იქამდე, სანამ ევროკავშირთან ასოცირება შესაბამის ვალდებულებებს დაგვაკისრებს.

როგორ აისახება კომპანიის ეკოლოგიური მიმართულება პროდუქტის ფასზე?

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ენერგოეფექტური მასალები არ აისახოს ფასზე. ამ ეტაპზე ჩვენი სამშენებლო ხარჯი  შეიძლება 5-10%-ით გაიზარდოს, თუმცა ეს მომხმარებელზე არ აისახება, რადგან ჩვენი ინტერესია, რომ კონკურენტუნარიანი ფასი გვქონდეს და გაყიდვები არ შეფერხდეს.

რა პროექტები განახორციელა „არქი ჯგუფმა“ საქართველოს მასშტაბით და რა პროექტების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ?

„არქი ჯგუფი“აშენებს ვაკეში – ჭავჭავაძეზე და ფალიაშვილზე, აშენებს ბაგებში. დიდ დიღომში დავასრულეთ „დიღომი პალასის“ ორი კორპუსი და დავიწყეთ მესამე, ასევე ვამთავრებთ „არქი დიღომს“. ჩვენი საცხოვრებელი სახლები შენდება მთაწმინდასა და პლეხანოვზე. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „არქი ჯგუფის“ საკუთრებაშია უკვე გახსნილი სასტუმროების ქსელი სანსეტი: „სანსეტ კვარიათი“ – სასტუმრო ტიპის ელიტარული აპარტამენტები კვარიათში და „სანსეტ შოვი“ – პირველი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო რაჭის კურორტ შოვში; ძველ თბილისში იწყება ბუტიკის ტიპის სასტუმრო „სილვერ 39“-ის მშენებლობა. ვგეგმავთ თბილისის სხვა უბნებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობასაც.

სულ რა ოდენობის ინვესტიცია ჩადო „არქი ჯგუფმა“ სამშენებლო ბიზნესში დაარსების დღიდან?

დაარსების დღიდან „არქი ჯგუფს“ დაახლოებით $50 მილიონამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ახლა ახალი პროექტის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო სტადია მიმდინარეობს. მოლაპარაკებები უახლოვეს მომავალში დასრულდება, რის შედეგადაც დაახლოებით$10 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ.

წელს, ჟენევაში, „არქი ჯგუფის“ ორგანიზებითა და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მხარდაჭერით ბიზნესფორუმი გაიმართა. რა საკითხები განიხილებოდა ბიზნესფორუმზე და ინვესტირების რა პოტენციალი გამოკვეთა ღონისძიებამ?

ამ ფორუმის მთავარი მიზანი იყო ინვესტორებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა. წარმატებით წარიმართა რამდენიმე ორგანიზაციასა და კერძო პირთან მოლაპარაკებები. შედეგად თანხებს უახლოეს პერიოდში ველოდებით. გარდა ამისა „არქი ჯგუფი“ გეგმავს ჟენევაში ოფისის გახსნას და ამასთან დაკავშირებითაც ამჟამად ბიუროკრატიული პროცესები მიმდინარეობს.

„არქი ჯგუფი“ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ მის მიმდინარე პროექტებში. რა პრინციპით შეირჩევიან ახალგაზრდები და რა სახისთანამონაწილეობა ექნებათ მათ „არქი ჯგუფის“ პროექტებში?

ჩვენი მიზანია ახალგაზრდა, პროგრესული და თანამედროვე შეხედულებების მქონე კადრების აღმოჩენა. შერჩეული კანდიდატები ჩართულები იქნებიან ნოვატორული პროექტების განხორციელებაში და მომავალში მათ „არქი ჯგუფში“დასაქმების საშუალება მიეცემათ.