აშშ-ის არმია ლეგენდარულ „შავ ქორებს“ V-280-ებით ჩაანაცვლებს

აშშ-ის არმია ლეგენდარულ „შავ ქორებს“ V-280-ებით ჩაანაცვლებს

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის არმიამ ლეგენდარული ვერტმფრენის, „შავი ქორის“ ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საავიაციო სამხედრო კონტრაქტორის, Bell Textron Inc-ის განცხადებით, არჩევანი V-280-ებზე შეჩერდა. კომპანიის განმარტებით, აშშ-ის არმიის „Future Long-Range Assault Aircraft” (FLRAA) პროგრამის კონტრაქტი მათ გადაეცათ.

Bell Textron-ის მიერ დაპროექტებული V-280 Valor-ის ტესტირება ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო. ტესტირების დაწყებიდან დღემდე საფრენი აპარატის დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები და საცეცხლე შესაძლებლობები მრავალჯერ შეიცვალა.

რა პროცედურების დაცვით, რა ვადაში და როგორ მოხდება არსებული Black Hawk-ების ჩანაცვლება ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა იქნება ერთი საფრენი აპარატის ღირებულება და რა რაოდენობით შეიძენს მას აშშ-ის არმია.

ცნობისათვის, პირველად „შავი ქორები“ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარგებლობაში 1979 წელს მიიღო და მას ტაქტიკური სატრანსპორტო საჰაერო მიზნებისთვის იყენებდა. მოგვიანებით კი აშშ-ის არმიაში UH-60 Black Hawk-ების მოდერნიზებული ვარიანტები გამოჩნდა გაუმჯობესებული საცეცხლე შესაძლებლობებით. განსაკუთრებული პოპულარობა საფრენმა აპარატმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დროს მოიპოვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *