აშშ-ის სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს

აშშ-ის სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ რბოლას დონალდ ტრამპი ლიდერობს. მერყევი შტატების მოგების შემთხვევაში კი აშშ-ის ახალი პრეზიდენტი სწორედ ტრამპი გახდება. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად უნდა მოხდეს ახალი სენატისა და კონგრესის ფორმირებაც.

შედეგების მიხედვით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა, პაუზის შემდეგ, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობა მას კაბინეტის ფორმირებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

ჯერჯერობით საბოლოოდ არ გარკვეულა წარმომადგენელთა პალატის, კონგრესის განაწილება. თუმცა მანდატების რაოდენობით აქაც რესპუბლიკელები ლიდერობენ. 218 მანდატი ჯერ ისევ გაუნაწილებელია.