აშშ-მ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივები შესაძლოა, უკრაინელთა დასახმარებლად გამოიყენოს

აშშ-მ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივები შესაძლოა, უკრაინელთა დასახმარებლად გამოიყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ ახალი კანონპროექტი წარმოადგინა. ის ქვეყნის მთავრობას საშუალებას მისცემს, სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ჩამოართვას და გაუყიდოს აქტივები, რომელთა ღირებულებაც 2 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, შეგროვებული თანხა კი უკრაინისთვის დახმარების გასაწევად გამოიყენოს.

კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება, რომ რუსი ოლიგარქების აქტივების გაყიდვიდან მიღებული ფინანსური სახსრები „მხოლოდ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობას“ მოხმარდეს, მათ შორის ლტოლვილების მხარდაჭერას, ომის შემდგომ რეკონსტრუქციას, უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევას.

რუსული ცენზურის შეზღუდვის მიზნით, კანონპროექტის თანახმად, თანხები ამასთანავე მოხმარდება ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას, ასევე უკრაინის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას.

ახალი ინიციატივის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც რუსი ოლიგარქების აქტივების შესახებ, მათ ჩამორთმევამდე, შესაბამის სამსახურს ინფორმაციას მიაწვდიან, ფულად ჯილდოს მიიღებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. ისევე, როგორც გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწევა კანონპროექტს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *