აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. რამდენიმე დღის წინ, არსებული ადმინისტრაციის ვადის გასვლის ბოლომდე, უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმაც გააკეთა.

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ 10 დღის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამერიკა უკრაინას $725 მილიონის ღირებულების რაკეტებს, ამუნიციას, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებსა და სხვა სახის შეიარაღებას გაუგზავნიდა. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისათვის გადასაცემად გამზადებული შეიარაღების გაგზავნის პროცესს მაქსიმალურად აჩქარებს. ამის მიზეზი კი დონალდ ტრამპის გაცხადებული პოზიციაა, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი შეიარაღების საკითხი მკაცრ შეზღუდვებს დაექვემდებარება.

აღნიშნული დახმარების პაკეტის შემდეგ ჯო ბაიდენს უკრაინისათვის კონგრესის თანხმობის გარეშე კიდევ $5.6 მილიარდის ღირებულების შეიარაღების გადაცემა შეუძლია. საინტერესოა, გამოიყენებს თუ არა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამ შესაძლებლობას და ადმინისტრაციის ტრამპისთვის გადაბარებამდე სრულად მიაწვდის თუ არა უკრაინას აღნიშნული ღირებულების შეიარაღებას.