აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის საგარეო უწყება ფინეთისათვის ტაქტიკური რაკეტების პოტენციურ მიყიდვაზე თანხმობას აცხადებს. საუბარია AIM 9X Block II ტიპის ტაქტიკურ რაკეტებზე, რომლებიც ფინეთის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, 323.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმებას მწვანე შუქს უნთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი პენტაგონმაც გაავრცელა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთანხმების მთავარი კონტრაქტორი Raytheon Missiles-ი იქნება.
საინტერესოა, რომ ფინეთის მიმართ სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხიც დღის წესრიგში სწორედ აღნიშნული მოვლენების შემდეგ დადგა.