აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუშვებს

აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუშვებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახალ გეგმას შეიმუშავებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ უცხოელ ვიზიტორებს დაუშვებს. როდიდან ამოქმედდება თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკის შეერთებული შტატები ტურიზმის და საავიაციო ინდუსტრიის სწრაფი აღდგენისთვის ფრენების დაშვებას აანონსებს. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობისა და „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანა შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას არ აპირებს.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ტურიზმის აღდგენა და საზღვრების გახსნა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. აუცილებელია ახალი რეგულაციების შემუშავება, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის მიღებას გულისხმობს.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე რეგულაციები აქამდეც დააწესა. პირველად, 2020 წელს შეზღუდვები ჩინეთიდან შტატებში მოგზაურობის მსურველებზე გავრცელდა. ამის შემდგომ ქვეყნების სია გაფართოვდა, ბოლო შეზღუდვა კი 2021 წლის მაისში ინდოეთს შეეხო. ამ ეტაპზე, შტატების მიერ ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომელთაც უკანასკნელ 14 დღეში შენგენის ზონაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ადმინისტრაცია ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, უცხოელი ვიზიტორების ვაქცინაციით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამას გარდა, დასაზუსტებელია, თუ რომელი მწარმოებლის ვაქცინის საშუალებით ექნებათ უცხოელებს შტატების საზღვრის გადაკვეთის უფლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *