ევროკომისიის რეკომენდაციები ვიზალიბერალიზაციის მეოთხე წლის თავზე

ევროკომისიის რეკომენდაციები ვიზალიბერალიზაციის მეოთხე წლის თავზე

ევროპულმა კომისიამ რვა სახელმწიფოსათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიტორინგის ფარგლებში მეოთხე ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუმცა, ევროპული კომოსია გარკვეული სახის რეკომენდაციებს მაინც იძლევა.

გარდა ამისა, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველო საზღვრის მენეჯმენტის საკითხებში ზრდის საკუთარ ტექნიკურ რესურსებს. აღნიშნული ქმედებები კი ევროკავშირის მხარდაჭერითა და ლატვიის დახმარების პროგრამით ხორციელდება.

საინტერესოა, რომ ანგარიშში პანდემიის პერიოდში საქართველოს მიღწევებზეცაა საუბარი. მაგალითისათვის, ევროპული კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წელს მხოლოდ 30 არალეგალური საზღვრის კვეთა დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქის მხრიდან ევროკავშირის საზღვარზე. აღნიშნული მაჩვენებელი კი, თითქმის 10-ჯერ ნაკლებია 2019 წელს დაფიქსირებულ მონაცემებზე. 2019 საზღვრის უკანონოდ კვეთა 328-ჯერ განხორციელდა.

საინტერესოა ისიც, რომ 2020 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები ქართველების რაოდენობა 13%-ით შემცირდა და 10,360 ადამიანი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს 11,870 კაცს უდრიდა. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი 2,065 ადამიანს ეთქვა. აღნიშნული მაჩვენებელი კი 53%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემთან შედარებით.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ევროპული კომისია საქართველოს თავშესაფრის საკითხების მოგვარებისაკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, რეკომენდაციები ეხება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, პრევენციისა და ორგანიზებული კრიმინალის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *