ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ამის შესახებ CNBC-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
კომპანიის განცხადებით, საშუალო პროცენტული ეფექტურობის შესახებ დასკვნა კლინიკური შემოწმების შედეგების ანალიზის საფუძველზე გააკეთეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ფრამაცევტულმა კომპანია Moderna-მ განაცხადა თავისი ვაქცინის 94.5%-იანი ეფექტურობის შესახებ. მანამდე კი Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი.