Bank of America-ს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს, წამყვან თანამდებობებზე კი - სამი ლიდერი ქალი

Bank of America-ს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს, წამყვან თანამდებობებზე კი - სამი ლიდერი ქალი

ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი სამენეჯმენტო ცვლილების პერიოდში, პარასკევს, Bank of America Corp.-მა ახალი ფინანსური დირექტორი წარადგინა, ხოლო წამყვან პოზიციებზე სამი  ლიდერი ქალი დანიშნა.

ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან მოინიჰანმა, ღია წერილში აღნიშნა, რომ დიდი გამოცდილების მქონე ფინანსურ დირექტორს, პოლ დონოფრიოს, აღნიშნულ თანამდებობაზე ბანკის გლობალური კომერციული განყოფილების უფროსი, ალესტერ ბორთვიკი ჩაანაცვლებს.

Bank of America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის გეგმავს ბანკის მმართველ თანამდებობაზე ათწლეულის ბოლომდე დარჩეს და გაიგრძელოს ვადა დაკავებულ პოზიციაზე. ამით ის ცნობილი ამერიკული ბანკების, Morgan Stanley-ის ჯეიმს გორმანსა და JPMorgan Chase & Co-ს ჯეიმი დაიმონს შეუერთდება.

ბანკის ახალი ფინანსური დირექტორი, ალესტერ ბორთვიკი, Bank of America-ში გადასვლამდე, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში Goldman Sachs Group Inc.-ში მუშაობდა. ამიერიდან ის ბანკის ვიცე-მდივანი იქნება და ფინანსური მდგრადი განვითარების განყოფილებას უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკმა მას შემდეგ მიიღო, რაც  უოლ-სტრიტის კომპანიებს წამყვან პოზიციებზე ლიდერი ქალების დანიშვნისაკენ სხვადასხვა ორგანიზაციამ აქტიურად მოუწოდა.

გარდა ამისა, Bank of America-მ საცალო ბანკინგის პრეზიდენტად კიდევ ერთი ქალი,  ჰოლი ო’ნილი დანიშნა. ო’ნილი ბანკში 1996 წლიდან მუშაობდა და ამჟამად სამომხმარებლო კლიენტების მომსახურების განყოფილებას უძღვებოდა. ბანკის კიდევ ერთ წამყვან თანამდებობაზე ვენდი სტიუარტს ვიხილავთ. ის Bank of America-ს გლობალური სამომხმარებლო ბანკინგის განყოფილების პრეზიდენტად დაინიშნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *