2020 წლის განმავლობაში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა მათი დირექტორატის ანაზღაურებებზე ჯამში 64.4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის ხელფასებთან შედარებით 32.6 მილიონი ლარით, ანუ 33.6%-ით ნაკლები იყო. ტოპმენეჯმენტზე გაცემული ხელფასების კლების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური კრიზისი იყო, რის გამოც ბანკების მოგებიანობის და უკუგების მაჩვენებლები საგრძნობლად გაუარესდა.
ბანკებმა მათში დასაქმებულ ათასობით ადამიანზე 2020 წელს ხელფასების სახით მთლიანობაში 692 მილიონი ლარი გასცეს, რაც 2019 წელთან შედარებით 38 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაციით, ბანკების ტოპ-მენეჯმენტი სექტორში გაცემული ხელფასების 9%-ს იღებენ.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომერციული ბანკების უმეტესობაში ტოპ-მენეჯმენტის ხელფასები ნაღდი ფულის სახით გაიცემა, ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ბანკების მენეჯმენტის ანაზღაურება ნაღდ ფულთან ერთად, კომპანიის აქციებით ხდება. მეტიც, მთლიანობაში “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკის” დირექტორთა საბჭოების ანაზღაურების ძირითადი წყარო სწორედ აქციების სახით გაცემული გადავადებული ანაზღაურებაა.
# | ბანკი | დირექტორატის მთლიანი ანაზღაურება ₾ | მათ შორის გადავადებული ანაზღაურება ₾ (ძირითადად აქციებით) | ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა |
1 | საქართველოს ბანკი | 29,101,901 | 25,174,822 | 7 |
2 | თიბისი ბანკი | 10,417,009 | 5,035,155 | 7 |
3 | ვითიბი ბანკი | 8,665,534 | 6 | |
4 | ლიბერთი ბანკი | 2,818,991 | 386,304 | 7 |
5 | კრედო ბანკი | 2,390,255 | 5 | |
6 | ტერაბანკი | 1,861,909 | 4 | |
7 | პაშა ბანკი საქართველო | 1,806,740 | 5 | |
8 | ბაზისბანკი | 1,412,650 | 7 | |
9 | ფინკა ბანკი საქართველო | 1,221,612 | 3 | |
10 | ქართუ ბანკი | 1,180,593 | 5 | |
11 | იშბანკი | 1,095,239 | 3 | |
12 | ჰალიკ ბანკი | 856,722 | 5 | |
13 | პროკრედიტ ბანკი | 640,174 | 3 | |
14 | ზირაათ ბანკი | 579,051 | 3 | |
15 | სილქ როუდ ბანკი | 396,580 | 3 | |
ჯამი: | ₾ 64,444,960 | ₾ 30,596,281 |