ესპანური საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“, სპეციალური დანიშნულების შესყიდვათა კომპანიასთან (SPAC) თანამშრომლობით, Nasdaq-ზე $1-მილიარდიანი ბიზნესის, Barca Media-ს დალისტვას გეგმავს.
როგორც ჩანს, „ბარსელონის“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელიც კლუბის ფინანსური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოსაყვანად 2021 წელს ხელახლა აირჩიეს, დამატებითი შემოსავლისა და ახალი სპონსორების მოზიდვის წყაროებს ეძებს. საფეხბურთო კლუბის განცხადებით, Mountain & Co. I Acquisition Corp-თან მიღწეული შეთანხმება ბიზნესში ახალ კაპიტალს მოიტანს და სამომავლოდ შემოსავლისთვის მნიშვნელოვანი წყაროც გახდება. გარიგება კლუბის ყველა წევრისა და SPAC-ის აქციონერთა მიერ უნდა დამტკიცდეს.
კლუბის ინფორმაციით, Barca Media-ს ამჟამინდელი აქციონერები კომპანიაში 80%-იან წილს შეინარჩუნებენ. Barca Media, უკვე არსებული ბრენდის, Barca Vision-ის ციფრულ ბიზნესს სრულ აუდიო-ვიზუალურ კონტენტთან გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“, ახალ მედიაბიზნესის დაანონსებასთან ერთად, Barca Vision-ის მფლობელ ჰოლდინგ Bridgeburg-ში, საინვესტიციო ფონდების, LIBERO Football Finance-ისა და NIPA Capital-ის მიერ, 120 მილიონი ევროს ღირებულების, 19.5%-იანი წილიც შესყიდვის შესახებაც გააკეთა განცხადება.
„ბარსელონის“ წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის საფონდო ბირჟის მარეგულირებლის ნებართვის შემთხვევაში, Nasdaq-ზე ვაჭრობას Barca Media წლის ბოლო კვარტალში, გარიგების დახურვის შემდეგ დაიწყებს.