მსოფლიო ქუჩებში, განურჩევლად ქვეყნისა მრავალი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილს ვხვდებით თითქმის ყველა მოდერნია, ტექნიკური მონაცემები თანამედროვე სტანდარტს შეეესაბამება, ზოგი სპორტულია, ზოგი პრაქტიკული, ზოგის უმთავრესი ღირსება გარეგნული მონაცემებია, ან ტექნიკური. მოკლედ, ბაზარი სავსეა სხვადასხვა უპირატესობის მქონე ავტომობილებით და იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელის ყველა კომპონენტის ერთ ავტომობილში თავმოყრა სურს რა შევთავაზოთ?! „მოთხოვნა ბადებს შეთავაზებას“ და რაკი ბაზარზე ამის მოთხოვნა ყოველთვის იყო, შეიქმნა ბენტლი – ყველაზე სპორტული ყველაზე მდიდრული და ყველაზე დახვეწილი.
დიდი ბრიტანეთი, დიდია არამხოლოდ მასშტაბით, უდიდესი კულტურა, ისტორია, არქიტექტურის სიდიადე, ადგილი, სადაც ყველაფერი უფრო დიადი, მასშტაბური და ძლევამოსილი მოსწონთ. სწორედ ინგლისში დაიბადა ბენტლი, ავტობრენდი, რომელმაც ლაქშერი საზოგადოების ყველა მოთხოვნას უპასუხა.
როცა რამე საუკეთესოს ქმნი და დასამალიც არაფერი გაქვს ჟურნალისტები მაშინვე გიყვარდება. ბენტლიში ჟურნალისტები განსაკუთრებულად უყვართ და ძალიან ხშირად მასპინძლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რადგანაც ომეგა მოტორ ჯგუფი ბენტლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში, ქართველი ჟურნალისტებიც მოვხდით ბენტლის ქარხანაში, ინგლისის პატარა ქიუში, ქრიუში, რომელიც განთქმულია ძველი წმინდა ინგლისური არქიტექტურით, მწვანე მინდვრებით და ინდუსტრიული აქტივობით. ჩვენი მოგზაურობა ბენტლის ქარხანაში ლი გრონთან შეხვედრით დაიწყო, რომელმაც პირველად BENTLEY-ის ისტორიული მუზეუმი გაგვაცნო უოლტერ ოუენ ბენტლის, საავტომობილო პიონერის შთამბეჭდავმა სურათმა დაუყოვნებლივ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ირგვლივ მნიშვნელოვანი სურათებია, რომლებიც ხაზს უსვამენ კომპანიის ისტორიის ეტაპებს: დაწყებული მანქანების შექმნით და დამთავრებული თვითმფრინავის ძრავებით. თანამედროვეობა კი გამოიყოფა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ავტომობილის შექმნით.
ჩვენ სიამოვნება გვქონდა გვენახა ყველაზე ძველი მოდელის Bentley – EXP2. თავის დროს მან ისტორია დაწერა იმით, რომ ყველაზე ჩქარი იყო. გაგიკვირდებათ და მანქანა მუშაობს და დროდადრო ტრეკზეც კი გამოჰყავთ. ავტომობილების მოყვარულები ნამდვილად დააფასებენ ამას.
გარდა ამისა, მუზეუმში ასევე წარმოჩენილია სხვა საკულტო მანქანები Bentley-ის ადრეული ეპოქიდან. წარმოუდგენელია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეთი მაღალი სტანდარტის მანქანები იქმნებოდა. თითოეულ ავტომობილს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ყველა მათგანი Bentley Motors-ის უდიდეს წარმატებას უკავშირდება. ამ მანქანების ისტორიის შესწავლა დიდ წარმოდგენას გაძლევთ თუ რატომ არის დღეს კომპანია იქ, სადაც არის. მუზეუმიდან კი პირდაპირ Bentayga-ს წარმოების ხაზში გადავინაცვლეთ. აქ დაგვხვდა ახლად შეღებილი მანქანა, რომელიც აწყობის მოლოდინის რეჟიმში იყო. საწარმოო ხაზზე მყოფი მანქანა შეღეილი იყო კარებთან ერთად. თუმცა, მოგვიანებით ამ კარებს მოხსნიან, რათა ცალკედ აღჭურვონ. კარები ზუსტად იყო შეწონილი, რათა გარანტირებული ყოფილიყო იდეალური აღჭურვა მას შემდეგ, რაც დამონტაჟდება მინები და პრემიუმ კლასის მასალები.
Bentayga-ს წარმოების ხაზის დათვალიერებისას ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეს შესანიშნავი თანამედროვე კომპლექსია. სიზუსტე და ანგარიშვალდებულება ამ პროცესის დამახასიათებელი ნიშანია.ქვემოთ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ სპეციალისტი, რომელიც ყურადღებით აყენებს ჭანჭიკებს მანქანაში. ქვემოთ ნაჩვენები დანადგარი კი თითოეული მაბრუნის მომენტის მონიტორინგსა და პროგრამირებას ახდენს. თუ მომავალში რაიმე პრობლემა შეექმნება ავტომობილს, შესაძლებელია იმის დადგენა თუ რომელმა რა დროს ინჟინერმა მოუჭირა ჭანჭიკს და ასევე განისაზღვროს მაბრუნის მომენტის რეგულირება. ეს იდეალურია მანქანის განვითარებისთვის და პრობლემების გამოსწორებისთვის. ახლა ჩვენ ვხედავთ ტრანსმისიით აღჭურვილი ძრავას და წინა სავალ მექანიზმს. ყველაფერი ეს წინასწარ არის აწყობილი მანქანის გარეთ და Bentayga-ში ამის ჩადგმა შეიძლება ძალზე ზუსტი ჭანჭიკების შერჩევით. ძრავი ყურადღებით იყო აწყობილი და გამოცდილი, ვიდრე ის ავტომობილში დაყენდება. Bentley-ის საწარმოო ხაზზე სამუშაო გარემო გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე ამას მოველოდი ამგვარი ფეშენებელური ავტომობილისთვის. თანამედროვეობის საინჟინრო შესაძლებლობებით. Bentley ძალისხმევას არ იშურებს, რათა შექმნას ყველაზე გლუვი პანელები შესაძლო ხილვადი ნაკერების ყველაზე ნაკლები რაოდენობით, რითაც ჰქმნის უნაკერო ძარას მანქნის ირგვლივ. ეს ის არის, რასაც ჩვენ ხშირად ვივიწყებთ. თუმცა, ამოის მიღწევას უზარმაზარი საინჟინრო პროცესი სჭირდება. ავტომობილის წარმოების საბოლოო ეტაპებზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ისეთი რაღაცები, როგორიც არის კლიენტის მიერ შერჩეული ალუმინის დისკოები და საბურავები, დამატებული სითხეები და განხორციელებული შემოწმებები. გარდა ამისა, ქარხნის ფარგლებში ერგონომიკა უმთავრესი ფაქტორია, როდესაც იქმნება იდეალური ავტომობილი. სალონის ჭერის სამოსის გადაკვრას ვხედავთ. მუშები სალონის ჭერის სამოსს თავიანთ მორგებად მაგიდებს უსადაგებენ. შემდეგ კი მათ კომფორტულად და ეფექტურად შეუძლიათ შექმნან საუკეთესო პროდუქტი, ვიდრე მას ავტომობილს მიუსადაგებენ. აღნიშნული ნათლად ცხადყოფს იმას, რომ Bentley თავისი თანამშრომლებისა და კლიენტების დაკმაყოფილებისკენ მიისწრაფის.
Bentley Motors-მა რეპუტაცია მოიპოვა მაღალი ხარისხის ავტომობილების წარმოებით. მათი ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანი მშვენიერი შიდა ინტერიერია. ამის მნიშვნელოვანი ნაწილი ხის შესამოსი შპონია. როდესაც საქმე ეხება შპონს, არჩევანი უსაზღვროა. მასალები ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და ეკოლოგიურად მისაღებია. ქვემოთ მოცემულ ოთახში ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს მასალები თქვენს ავტომობილში. არაფერს ვამბობთ იმაზე თუ როგორ საბოლოო ინტერიერს ქმნის სხვადასხვა დონის ხელობა.
მაგალითად, ჩვენ შევიხედეთ საწყობში, სადაც მოთავსებულია შპონის შეკვრები. თითოეული შეკვრა საკმარისია ერთი მანქანისთვის. დამატებით შვიდი შეკვრა იყო იმ შემთხვევისთვის თუ მასალას რაიმე ხარვეზი აღმოუჩნდება ან დაზიანდება ხელით მუშაობისას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორ იყენებს Bentley რობოტისებრი ლაზერის უკანასკნელ ტექნოლოგიას, რათა ზუსტად და ეფექტურად გამოჭრას შპონები, რაც თქვენი ახალი Bentley-სთვის აწყობის საუკეთესო პროცესს უზრუნველყოფს.
Bentley აღჭურვილი იქნება პრემიუმ კლასის ტყავის სავარძლებით. ჩვენ ასევე მოვიარეთ Bentley-ის ტყავის სახელოსნო. იქედან გამომდინარე თუ რომელ მოდელს ირჩევთ, დაახლოებით 8-12 ტიპუს ტყავი არსებობს თქვენი მანქანის ინტერიერის შესაქმნელად. თუმცა, Bentley ძალიან ჭკვიანურად აკეთებს ამას. ისინი იყენებენ კომპიუტერულ სისტემებს, ასევე ადამიანის თვალს, რათა იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანონ ტყავი. კომპიუტერევის გამოყენება ხდება ტყავის ყველა კომპონენტის ამოჭრის საუკეთესო კონფიგურაციისთვის. ეს მანქანის ინტერიერის შექმნის პასუხისმგებელი და ეფექტური გზაა.
უფრო მეტიც, ნაქარგები მანქანაში აუცილებლობაა. კონფიგურაციის პარამეტრების შერჩევა უსაზღვროა. მაგალითად, სავარძლებზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მანქანის მოდელი, სახელი ან კიდევაც თქვენი კომპანიისსახელი. ეს არჩევანი უსასრულოა. ქვემოთ მოცემულია ნაქარგის მაგალითი, რომელზეც დატანილია Bentley-ის ლოგო ტყავის თავმისადებზე. დანადგარი სწარაფად, სიზუსტითა და შთამბეჭდავი დამუშავებით მუშაობს. შთამბეჭდავი იყო ამის ხილვა.ასევე არ დავივიწყოთ Bentley-ის ძრავის პროცესი. Bentley-მ რეპუტაცია მოიპოვა W12-ის შესანიშნავი ძრავის დაყენებით. ეს სინამდვილეში ბრიტანული საავტომობილო კომპანიის ხელწერაა. ამ მძლავრი ძრავების აწყობას უამრავი საათი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ამ ძრავების გამოცდის პროცესი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ახალი ძრავის გამოსაცდელი სტენდი. ძრავის ანალიზი ადამიანებისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ხორციელდება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი ოპტიმალური ფუნქციონირება. თითოეული ძრავის გამოცდა ხდება სიმულირებულ ტესტ-დრაივებზე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალური მახასიათებლების ქონას. ამ პროცესში Bentley ერთი ნაბიჯით წინ წავიდა. თვეში ერთხელ ისინი ძრავს რვა საათის განმავლობაში ამოწმებენ სრული ბრუნით და დატვირთვის ტესტით. ასევე, ერთი იღბლიანი თანამშრომელი ძრავის გამოცდას ახდენს და თუ კმაყოფილია შედეგით ძრავის თავზე თავის სახელს აწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავი სტანდარტს შეესაბამება.ექსკურსიის დასრულებისას Bentley Boutique-ში შევიხედე. ბევრ ადამიანს, ვინც Bentley-ის ქარხანაში საზღვარგარეთიდან ჩამოდის თან სუვენირების გაყოლიება სურს. სუვენირების არჩევანი დიდია დაწყებული ქალის საყვარელი აქსესუარით ჩანთით რომელიც არაჩვეულებრივი ტყავითაა შექმნილი ასევე წარმოდგენილია შარფები, სუნამოები, საათები, ახალი თუ ისტორიული BENTLEY-ის მოდელის ავტომობილები, კალმები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ამ ყველფრის შესაძენად ქართველ მომხმარებელს ქრიუში წასვლა არ მოუწევს, თბილიში დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრში BENTLEY თბილისის შოურუმია, სდაც წარმოდგემილია, როგორც ავტომობილები, ასევე აქსესუარების სრული ხაზი, სერვისცენტრი, სადაც BENTLEY-ის ნებისმიერ ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ.