ბეზოსის ახალი რეკორდი

ბეზოსის ახალი რეკორდი

ორშაბათს, 16 ივლისს Amazon-ის დამფუძნებლის ქონებამ $151 მილიარდს მიაღწია. ეს ნიშნული რეკორდული იყო არა მხოლოდ ბეზოსისთვის, – ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რაც Forbes პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონებას ითვლის 151 მილიარდი დოლარი, არასდროს არცერთი მილიარდერის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

დღის ბოლოს ბეზოსის ქონება შემცირდა და ამჯერად ის $149.7 მილიარდის მფლობელია. წლის დასაწყისიდან მისი ქონება $45 მილიარდით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთ თვეში კი დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით. Amazon დამფუძნებელი კომპანიის 16%-ს ფლობს, ბოლო წლებში მან კომპანიის აქციების გასხვისებით მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა, ეს ფული კი ახალ კომპანიაში Blue Origin-ში მიმართა, რომელიც რაკეტების აწყობით არის დაკავებული.

დღეს ჯეფ ბეზოსი ბილ გეითსზე $56 მილიარდით მდიდარია. პლანეტის ნომერ მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება Forbes-ს $93.6 მილიარდად აქვს შეფასებული. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელს $35 მილიარდზე მეტი აქვს ქველმოქმედებისთვის გაცემული. გეითსი ყველაზე მდიდარი 1999 წელს იყო, როდესაც მისმა ქონებამ 100 მილიარდს გადააჭარბა, რაც დღევანდელ დღეს, ინფლაციისა და დოლარის კურსის გათვალისწინებით დაახლოებით $151.2 მილიარდი იქნებოდა.

ბეზოსი კი Forbes მილიარდერთა სიაში ერთი წლით ადრე 1998 წელს გამოჩნდა. მაშინ მისი ქონება მხოლოდ $1.6 მილიარდი იყო. ქველმოქმედებაში გეითს არც ბეზოსი ჩამოუვარდება: წლის დასაწყისში მან ამერიკულ ორგანიზაციას, რომელიც მიგრანტების სწავლას აფინანსებს 33 მილიონი დოლარი გადასცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.