BGEO ლონდონის ბირჟაზე დამოუკიდებელი კომპანიების აქციების განთავსებას მაისის ბოლოს გეგმავს

BGEO ლონდონის ბირჟაზე დამოუკიდებელი კომპანიების აქციების განთავსებას მაისის ბოლოს გეგმავს

BGEO-ს გაყოფის პროცესის დასრულება 29 მაისს იგეგმება. ჯგუფის ცნობით, მოსალოდნელია, რომ “საქართველოს კაპიტალისა” და “საქართველოს ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში განთავსდება. „საქართველოს ბანკის“ დაშვება ბირჟაზე 21 მაისს მოხდება, ხოლო საქართველოს კაპიტალის კი 29 მაისს.

“საქართველოს კაპიტალი” BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანიაა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი – Bank of Georgia Group), ხოლო მეორე – საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი – Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

“საქართველოს კაპიტალი”-ი მოიცავს: 57% წილს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” (GHG), 100%-ს კომპანია “ჯორჯია გლობალ იუთილითის” (GGU), 100%-ს კომპანია “m2 უძრავი ქონება”, 76% წილს “თელიანი ველი”-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).