Bitfury Surround – ასე ეწოდება კომპანია Bitfury-ის ახალ პლატფორმას, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით უპასუხებს.
Bitfury Surround-ის უმთავრესი მიზანია შექმნას ღია მუსიკალური პლატფორმა, რომელიც დაცული იქნება ბლოკჩეინში. Surround ხელს შეუწყობს როგორც ინდუსტრიაში მომუშავეთა თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გააძლიერებს ახალი აპლიკაციების შემუშავების პროცესს და წაახალისებს ინდუსტრიაში ინოვაციურ მიდგომებს.
Surround-ის პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს მუსიკალურ-გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს მეტად მარტივად განახორციელონ ოპოერაციები, რომლებიც დაკავშირებულია საავტორო უფლებებთან და მის დაცვასთან, ასევე შექმნან გაუმჯობესებული მონიტორინგისა და მართვის სისტემა. ამ მიზნების შესასრულებლად, პლატფორმა შექმნის ციფრულ ეკოსისტემას, სადაც შესაძლებელი იქნება ინტელექტუალური საკუთრების გაზიარება და მონეტიზაცია.
“მუსიკალური ინდუსტრია ჩამოყალიბდა საკმაოდ კონკურენტუნარიან და ტექნოლოგიურად მზარდ ინდუსტრიად, რომელიც განიცდის გამჭვირვალობის ნაკლებობას”, – განაცხადა ვალერი ვავილოვმა, Bitfury-ის დამფუძნებელმა. “ჩვენ გვსურს დავეხმაროთ არტისტებს რათა ეს ინდუსტრია მეტად განვითარდეს და გაიზარდოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ეკოსისტემაში”.
პლატფორმა მუსიკალური ეკოსისტემის განვითარებისთვის იცავს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორებიცაა:
• მომსახურების იურიდიული შეთანხმებები ე.წ. (SLA)
• თავსებადობა და აუდირება
• აქტივების უსაფრთხო გადაადგილება ბლოკჩეინში
• საგადახდო სისტემის ჯაჭვი
• საიმედო და უტყუარი მონაცემები
• დროული დეცენტრალიზება და მართვა
• საჭირო ინსტრუმენტები ღია ეკონომიკისთვის
• ხელოვნური ინტელექტი
შედეგად კი კომპანია ინდუსტრიაში არსებულ ისეთ პრობლემებს გადაწყვეტს, როგორებიცაა:
• ციფრულ სამყაროში საავტორო უფლებების დაცვა
• სანდრო მონაცემების ნაკლებობა
• ინდუსტრიაში არსებული თაღლითობა
• ადმინისტრაციული არაეფექტურობა
• გაუმჭვირვალე მენეჯმენტი
Surround-ის არსებული და სამომავლო აქციონერები, როგორებიც არიან არტისტები, გამომცემლები, ინფორმაციის ტრანზიტორი სერვისის მიმწოდებლები და მომხმარებლები შეძლებენ ამ პრობლემებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით უპასუხონ.
ახალი პლატფორმა ევროპაში, საწყის ეტაპზე ამსტერდამსა და ბერლინში დაფუძნდება. ამასთან ის ხელმისაწვდომი იქნება ლოს ანჯელესში, ტოკიოში, სეულსა და მოსკოვში.
კომპანიის აღმასრულებელი ოფიცერის თანამდებობას სტეფან შულცი დაიკავებს, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს და მის კარიერას უკავშირდება კომპანია Vivendi-ში მუშაობა. მისი თქმით, ახალი პლატფორმა არტისტების უფლებებს გააძლიერებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ შექმნან ახალი და განსხვავებული კონტენტი.
“მუსიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვალუტაა, სამყაროში, რომელიც ემოციებით იმართება. ამჯერად მუსიკალური ბაზრის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე ეს 1990-იანი წლების დასაწყისში იყო. ბლოკჩეინ ტექნოლოგია კი ინდუსტრიის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”, – ამბობს შულცი. მისივე თქმით, ახალი პლატფორმა არა მხოლოდ გაზრდის გამჭვირვალობას ინდუსტრიაში, არამედ შეამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებს.
The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.