ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს

ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს

ბიზნესს კონკურენციის სააგენტოსგან კონცენტრაციის ნებართვის მისაღებად, შესაძლოა საქმის განხილვის საფასური დაუწესდეს. პარლამენტის წევრი რომან კაკულია კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება კი უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტით, შემოდის კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის საფასური – 5000 ლარი.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, აღნიშნული საფასური დაწესებულია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

თანხის გადახდა მხოლოდ სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვის შემთხვევაში მოხდება.

“სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვისათვის პროექტის მიხედვით შემოთავაზებული საფასური არ არის იმ ოდენობის, რომ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს სააგენტოს – აღნიშნული მოსაკრებელი ემსახურება კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის გაზრდას იმ თვალსაზრისით, რომ უწყება სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული არ იქნება. კანონპროექტის შესაბამისად, საფასური ექვემდებარება გადახდას მას შემდეგ, რაც სააგენტო, 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს შეტყობინებას და აცნობებს ეკონომიკურ აგენტს, რომ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში. კონცენტრაციაში მონაწილე პირების მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ, სააგენტოში იწყება შეტყობინების განხილვა”, – ნათქვამია კანონპროექტში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.