BMBF-მა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა

BMBF-მა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ (BMBF) გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა X-ზე დაწერა.

„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ (BMBF) გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო. ქართველებმა, რომლებიც სწავლობდნენ გერმანიის უნივერსიტეტებში – დიდწილად გერმანული სტიპენდიებით – იციან ეს დანაკარგი“.

ფიშერმა განმარტა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მლნ ევროს ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი დარჩება. მისივე განცხადებით, თანამშრომლობის შეჩერება ჯერჯერობით არ ეხება სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის DAAD-ის პროგრამას, თუმცა ელჩის თქმით, „გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს თვალს სინანულით ადევნებს და განიხილავს“.