ბოლო 50 წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტები - Sky Arts-ის რეიტინგი

ბოლო 50 წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტები - Sky Arts-ის რეიტინგი

კულტურის მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთმა წამყვანმა სატელევიზიო არხმა, Sky Arts-მა უკანასკნელი ორმოცდაათი წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც პირველი ადგილი ცნობილ მუსიკოსს დევიდ ბოუის ერგო.

საინტერესოა, რომ აღნიშნული რეიტინგი 15-კაციანმა ჟიურიმ შეადგინა, რომელშიც მუსიკის, კინემატოგრაფიისა და ტელეხელოვნების, სახვითი ხელოვნებისა და ლიტერატურის ექსპერტები შედიოდნენ – კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ის გავლენა იყო, რომელიც არტისტებმა ბრიტანულ და გლობალურ კულტურაზე მოახდინეს.

ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების სიაში ასევე მოხვდნენ მსახიობი და სცენარისტი რიკი ჯერვეისი, მუსიკოსი ელტონ ჯონი, მსახიობი სტივ კუგანი, ქუჩის ხელოვანი ბენქსი, დიზაინერი ალექსანდრ მაქუინი, მუსიკალური ჯგუფი The Spice Girls-ი და რეჟისორები რიდლი სკოტი, კრისტოფერ ნოლანი და ალფრედ ჰიჩკოკი.

უკანასკნელი ორმოცდაათი წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების რეიტინგის პირველ ათეულს, რომელიც Sky Arts-მა შეადგინა, Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ:

#1 – დევიდ ბოუი

მუსიკოსი და მსახიობი

#2 – სტივ მაქუინი

რეჟისორი, პროდიუსერი, ავტორი

#3 – რასელ თი დევისი

სცენარისტი და პროდიუსერი

#4 – ვივიენ უესტვუდი

დიზაინერი

#5 – ქერილ ჩერჩილი

დრამატურგი

#6 – მაიკლ კლარკი

მოცეკვავე და ქორეოგრაფი

#7 – ენჯელა კარტერი

ფემინისტი ავტორი

#8 – Stormzy

რეპერი და აქტივისტი

 #9 – მიურიელ სპარკი

მწერალი

#10 – მაკეილა კოელი

მსახიობი, ავტორი და რეჟისორი