ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი პირველ შვილს ზაფხულის დასაწყისში ელოდებიან

ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი პირველ შვილს ზაფხულის დასაწყისში ელოდებიან

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეგობარი გოგონა კერი საიმონდსი პირველ შვილს ზაფხულის დასაწყისში ელოდებიან. წყვილი ერთად ცხოვრობს და უკვე დანიშნულებიც არიან.

“პრემიერ-მინისტრი და ქალბატონი საიმონდსი მოხარულები არიან რომ განაცხადონ თავიანთი ნიშნობის შესახებ და იმის შესახებ, რომ ისინი ზაფხულის დასაწყისში ელოდებიან შვილს“, – წერია წყვილის განცხადებაში, რომელიც გასულ თვეს გამოაქვეყნეს.

როგორც გამოცემა The Sun-ს დაუნინგ სტრიტის წყარომ უთხრა, ბორისმა და კერიმ ამ ამბის შესახებ დიდი ხანია იცოდნენ, უბრალოდ არ ასაჯაროვებდნენ მანამ, ვიდრე კერიმ ორსულობის საწყისი ეტაპი არ გაიარა.

55 წლის ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტი გასულ ზაფხულს დაიკავა. ის პირველი პრემიერ იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იქორწინებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.