დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დამაკავშირებელი ხიდის აშენება სურს. ჯონსონმა ამდრომდეც განაცხადა, რომ ხიდის აშენება ჩრდილოეთის სრუტეში „კარგი იდეა“ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ძვირი დაჯდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სრუტეში შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განთავსებული აუფეთქებელი ბომბები იყოს.
ჯონსონმა უკვე დაავალა საჯარო მოხელეებს განიხილონ ეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს იგი. როგორც პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობენ, ხიდის აშენებას ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლარნასა და შოტლანდიის ქალაქ პორტპატრიკს შორის მოიაზრებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ქალაქს შორის მანძილი დაახლოებით 45 კილომეტრია.
განიხილება იდეა, რომ ორ ქალაქს შორის ნაწილობრივ ხიდი, ნაწილობრივ კი გვირაბი აშენდეს.
პროექტი შეფასებულია დაახლოებით 20 მილიარდ ფუნტად.
წყარო: businessinsider