ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დამაკავშირებელი ხიდის აშენება სურს. ჯონსონმა ამდრომდეც განაცხადა, რომ ხიდის აშენება ჩრდილოეთის სრუტეში „კარგი იდეა“ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ძვირი დაჯდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სრუტეში შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განთავსებული აუფეთქებელი ბომბები იყოს.

ჯონსონმა უკვე დაავალა საჯარო მოხელეებს განიხილონ ეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს იგი. როგორც პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობნ, ხიდის აშენებას ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლარნასა და შოტლანდიის ქალაქ პორტპარიკს შორის მოიაზრებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ქალაქს შორის მანძილი დაახლოებით 45 კილომეტრია.

განიხილება იდეა, რომ ორ ქალაქს შორის ნაწილობრივ ხიდი, ნაწილობრივ კი გვირაბი აშენდეს.

პროექტი ეფასებულია დაახლოებით 20 მილიარდ ფუნტად.

წყარო: businessinsider

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *