ბრექსიტისა და პანდემიის გამო, გაერთიანებულ სამეფოში შესაძლოა საკვებისა და საწვავის დეფიციტი შეიქმნას

ბრექსიტისა და პანდემიის გამო, გაერთიანებულ სამეფოში შესაძლოა საკვებისა და საწვავის დეფიციტი შეიქმნას

კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების გამო ბრიტანეთში ასიათასობით ადამიანს უწევს სახლში დარჩენა და მუშაობის დისტანციურად გაგრძელება. ეს კი საკვებისა და საწვავის დეფიციტს გამოიწვევს. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც მიწოდების ქსელმა ბრექსიტის გამო დიდი დატვირთვა მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესმა სუპერმარკეტებმა და ბენზინგასამართმა სადგურებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათ მარაგებში პროდუქციის ნაკლებობა უკვე შეინიშნება.

ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი საწვავის მწარმოებლის, British Petroleum (BP)-ის, განცხადებით, მათ საწვავის მიწოდების პრობლემები უკვე შეექმნათ. როგორც წესი, ასეთი შეფერხებები ადრე ერთ დღეში აღმოიფხვრებოდა, თუმცა ამჯერად საქმე შესაძლოა უფრო რთულად იყოს. მთავარი პრობლემა დისტრიბუციის ქსელს ეხება. BP-ში აცხადებენ, რომ კომპანია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადამზიდი მძღოლების ნაკლებობას განიცდის. ეს კი დაკავშირებულია ბოლო დროს კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებასთან, რის გამოც მძღოლების უმეტესობა სახლში დარჩენას ამჯობინებს.

გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობა ვალდებულია 10-დღიანი კარანტინი გაიაროს კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში. გარდა ამისა, სავალდებულო კარანტინის გავლა იმ შემთხვევაშიც უწევთ, თუ  ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები აღმოჩნდებიან. ამას კი სპეციალური აპლიკაციის, Ping-ის, საშუალებით იგებენ.

სუპერმარკეტების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ იზოლაციაში მყოფი მოსახლეობის  რაოდენობის მატება  მარაგების ამოწურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

8 ივლისიდან 14 ივლისამდე შუალედში, ბრიტანეთსა და უელსში, აპლიკაციის საშუალებით თვითიზოლაციის მოთხოვნა დაახლოებით 620,000 ადამიანს მიუვიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *