დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა (Bank of England) კორონავირუსისგან მოსალოდნელი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რეკორდულ მაჩვენებლამდე 0,5%-ით შეამცირა და საგანგებო ზომებიც მიიღო.
ცენტრალურმა ბანკმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც კორონავირუსის შედეგად გამოწვეული შოკი კვლავ ძალიან მაღალია, ეკონომიკური აქტივობა გაერთიანებულ სამეფოში მომდევნო თვეების განმავლობაში შესუსტდება.
აღნიშნულის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ფინანასთა მინისტრმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს ეკონომიკის დასაცავად. მან ასევე 30 მილიარდი ფუნტის ოდენობის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას მოხმარდება.
მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, განაკვეთი 0.25%-ზე შენარჩუნდება. 2018-2019 წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75%-ს შეადგენს.