ბრიტანული ბიზნესების უმრავლესობა ბრექსითის გარდამავალი პერიოდის დასრულებისთვის მზადაა, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მაიკლ გოუვმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ბრიტანული ბიზნესი მზად ყოფილიყო სავაჭრო და მარეგულირებელი წესების ცვლილებისთვის.
„ვფიქრობ, ბიზნესი ნამდვილად კარგ მდგომარეობაში, თუმცა, გარდაუვლად, ნებისმიერი ცვლილების და გარდამავალი პერიოდის დროს, შემთხვევითი არასასურველი მომენტები ყოველთვის არის“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას გასულ კვირას მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. შეთანხმება ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დაარეგულირებს.
ბრექსითის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ გამოეთიშება.